საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ის არ დაუშვებს მამამისის ჟან-მარი ლე პენის მომავალ რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება. ლე პენის თქმით, ის, რომ მამამისი პარტიის საპატიო პრეზიდენტია, არ ნიშნავს იმას, რომ მან პარტია საკუთარ მძევლად უნდა აქციოს.
ბოლო პერიოდში მამა-შვილს შორის დაპირისპირება ღრმავდება, გასულ კვირას "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მამამისი გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, კერძოდ, ჟან-მარი ლე პენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ფაშისტური გაზის კამერები "ისტორიის ნაწილია". აღნიშნულის გამო ჟან-მარი ლე პენმა ქალიშვილი ღალატში დაადანაშაულა.
"ეროვნული ფრონტის" ლიდერის პოსტი მარინ ლე პენმა მამამისისგან რამდენიმე წლის წინ გადაიბარა. მას შემდეგ იგი ცდილობს პარტიას ანტისემიტური იმიჯი შეუცვალოს და იგი უფრო მეტი ფრანგისთვის გახადოს მისაღები. მარინ ლე პენი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას.