მთავარი პროკურორის მოადგილე ძებნილ შალვა აბულაძის კავშირს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან გამორიცხავს. ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქმეში არსებული დეტალების გახმაურებისგან ის ამ ეტაპზე თავს იკავებს:
„საუბარი არის სამკაოდ კარგად ორგანიზებულ მკვლელობაზე. შესაბამისად ამ ეტაპზე მე შევიკავებ რაღაც კომენტარებისაგან თავს. მეც მოვისიმინე ბევრი კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს პროკურატურა ოფიციალური კომენტარისაგან, თუ რა დეტალები არის დადგენილი საქმეში თავს შევიკავებ. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ხარძიანის მკვლელობასთან აბულაძეს არანაირი შემხებლობა არა აქვს“ განაცხადა ირაკი შოთაძემ.