მოხარული ვარ, რომ პრაქტიკაში შევძლებთ იმის რეალიზაციას, რასაც სისტემის რეფორმის შესახებ ვიზიარებდით

მოხარული ვარ, რომ პრაქტიკაში შევძლებთ იმის რეალიზაციას, რასაც სისტემის რეფორმის შესახებ ვიზიარებდით

ჩემი მიზანია, ურთიერთობის კონფრონტაციული რეჟიმი შევცვალოთ და ურთიერთთანამაშრომლობის რეჟიმზე გადავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართა, რომელსაც სასამართლოში ამ წუთებში ხვდება.

თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და აღნიშნა - მოხარულია, რომ უკვე პრაქტიკაში შეუძლიათ ერთობლივად იმის რეალიზაცია, რასაც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით უკვე წლებია, იზიარებენ.

"თქვენ ყოველთვის მოწოდებული იყავით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის და წლების წინ, 5-6 წლის წინ გვქონდა შესაძლებლობა, ერთად გვეფიქრა, თუ როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულება. ძალიან მიხარია, რომ ახლა შევძლებთ, პრაქტიკაში ეს ერთად განვახორციელოთ", - მიმართა შეხვედრის დაწყებისას იუსტიციის მინისტრმა ნინო გვენეტაძეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თეა წულუკიანს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მათ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის "შესანიშნავი შანსი" აქვთ.

"შესანიშნავი შანსია, როცა კონსტრუქციული და კოლეგიალური თანამშრომლობით მოხერხდება ყველა ჩანაფიქრის რეალიზაცია, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირდება. ამავე დროს ჩემი მიზანია, არსებული კონფრონტაციული რეჟიმი შევცალოთ, ურთიერთთანამშრომლობის, კონსტრუქციულ რეჟიმზე გადავიდეთ და უფრო ეფექტურად მოგაწვდინოთ მოსამართლეების და მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე მოხელეების ხმა", - მიმართა ნინო გვენეტაძემ თეა წულუკიანს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თეა წულუკიანს სასამართლოში მასპინძლობს.