აქცია და უხუცესთა საბჭო პანკისში- მოსახლეობა სიტუაციის დაძაბვას პროგნოზირებს

აქცია და უხუცესთა საბჭო პანკისში- მოსახლეობა სიტუაციის დაძაბვას პროგნოზირებს

ამ წუთებში პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს შეკრება მიმდინარეობს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში. უხუცესები ამბობენ, რომ ხეობაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც ხეობიდან სირიის მიმართულებით ახალგაზრდები გაჰყავს, მათი შეკრების მიზეზიც სწორედ ეს არის. მათივე ინფორმაციით, თუ სირიაში ახალაგაზრდების გაყვანა არ შეწყდა, ხეობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბება და გამორიცხული არ არის, ტრადიციულ მუსლიმებს და ვაჰაბიტებს შორის დაპირისპირებაც დაიწყოს. უხუცესთა საბჭოს სხდომის პარარელურად, დუისში საპროტესტო აქციაც იმართება. სირიაში წასული მებრძოლების მშობლები და ახლობლები, სახელმწიფოს დახმარებას თხოვენ. პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ ან დროისთვის სირიაში 100 -ზე მეტი პანკისელი ახალგაზრდა იბრძვის.