საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვაზისუბნის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მივა, სადაც დაჭრილი პოლიციელს, ვალერიან გრძელიშვილს მოინახულებს.