პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმას და 28 სამართალდამცავის გარდაცვალებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სეერგეენკო ეხმაურება. მინისტრი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და იმედოვნებს, რომ დამნაშვის დაკავება დროულად მოხდება. "სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და იმედს გამოვთქვამ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ექიმები მეორე დაჭრილის გადასარჩენად. თავისთავად მომხდარი ფაქტი ნებისმიერ ფორმით და ნებისმიერი გამოვლინებით ესეთი თავდასხმა მიუღებელია, როგორც მოქალაქისთვის და მათ შორის როგორც ჯანდაცვის მინისტრისთვის. იმედია გამოძიება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ დროულად მოხდეს დამნაშავის დაკავება",-განაცხადა სერგეენკომ