უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის განმარტებით, ნინო გვენეტაძის Facebook-ის გვერდი არაოფიციალურია.
აღნიშნული გვერდი შეიქმნა რამდენიმე თვის წინ უცნობი ადმინისტრატორის მიერ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მასთან კავშირი არ აქვს.
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებისა და პოზიციის გაცნობის ოფიციალური და ერთადერთი წყარო მხოლოდ სასამართლოს ვებგვერდი და უზენაესი სასამართლოს Facebook-გვერდია.