ქედის

ქედის "ბეთლემის" ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

ქედის "ბეთლემის" ფეხბურთელი, 27 წლის არჩილ ფარტენაძე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, უბედური შემთხვევა შაბათს მოხდა. 

ქედის "ბეთლემი" ბათუმში ვარჯიშობდა. მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა შენიშნეს, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ ფარტენაძე შეუძლოდ გახდა და ჩაიკეცა. ფეხბურთელს გული გაუჩერდა და ადგილზევე გარდაიცვალა. 

ქედის "ბეთლემის" ნახევარმცველი მანამდე ბათუმის "დინამოსა" (2004-08) და "ადელის" (2011-14) შემადგენლობაში თამაშობდა.