რუსთავში მიკროავტობუსი დაიწვა

რუსთავში მიკროავტობუსი დაიწვა

რუსთავში მე-19 მიკრორაიონში, #11 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,მერსედეს სპრინტერის" მარკის სამარშრუტო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მიკროავტობუსი მთლიანად დაიწვა. ადგილზე გამოძახებული იქნა რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი ბრიგადა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ერთი საათი მოანდომეს. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია მოკვლევა.