ახმეტის სასაფალაოზე 26 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ახმეტის სასაფალაოზე 26 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ახმეტის სასაფალაოზე 26 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი თავდაპირველად მესაფლავეებმა შენიშნეს, რის შემდეგადაც სამართალდამცავებს გამოუძახეს. 

ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ჯარჯი კახიშვილი მოკლულია. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილს ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა ქალთან, ამ ამბის გახმაურების შემდეგ კი ქალის ახლობლებმა კახიშვილზე შური ამ ფორმით იძიეს. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის გურჯაანის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. საქმეს შს ახმეტის რაიონული სამმართველო იძიებს.