მორწმუნეებს ხარების დღესასწაულზე ზღვის პროდუქტის მიღება შეეძლებათ

მორწმუნეებს ხარების დღესასწაულზე ზღვის პროდუქტის მიღება შეეძლებათ

ხარების დღესასწაულზე ზღვის პროდუქტით ხსნილი იქნება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამშაბათს ასევე აღევლინება წირვა-ლოცვა ხარების ტაძარში, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობს.

"სამშაბათი არის ხარების დღესასწაული. ხარების ტაძარია აქ და საზეიმო წირვა-ლოცვა იქ შესრულდება. კალენდარში წერია, რომ ხსნილია თევზით, საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილი ქვეყანაა. ასევე ტაძრის დღესასწაულია, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავახსნილოთ ხიზილალით და ზღვის პროდუქტით. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ხიზილალა და ზღვის პროდუქტი. გილოცავთ და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა მწუხარე ადამიანმა გაიხაროს, ყოველი ავადმყოფი ადამიანი ძლიერი გახდეს", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში.