თბილისში, ვარკეთილში ორი პოლიციელი დაჭრეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე შემოწმების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც მოქალაქემ 2 სამართალდამცველი დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.