საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელთა, საფრანგეთის ნაკრებს დღეს დაუპირისპირდება.
შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ტულუზის სტადიონ "ერნესტ ვალონზე" შედგება.
მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალიის და ირლანდიის ნაკრებებს უკვე მოუგეს.