სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის უარყოფით დასკვნას მთავრობა გუნდის შიგნით განიხილავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილებაც ამის შესაბამისად იქნება მიღებული.
"ამ თემის განხილვა მოხდება. გამიჭირდება ზეპირად საუბარი. არ ვიცი ის არგუმენტები, რაც პარლამენტს გააჩნია, არც ის არგუმენტები, რომელიც ლევან ყიფიანს აქვს. გუნდში მოხდება ამის განხილვა და შესაბამისად, მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა კალაძემ.
როგორც ცნობილია, სპორტის საპარლამენტო კომიტეტმა ლევან ყიფიანის გასული წლის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.