ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და კრიმინალურ მდგომარეობას განიხილავენ.
დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა სტუმარმა კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების მიზეზებზე ისაუბრა და ყველაფერი ეს "ბესელია-კაკაბაძის ავადსახსენებელ ამნისტიას" დაუკავშირა.
მისი თქმით, კრიმინალური სიტუაციის გაუარესება ქურდებისთვის "მწვანე შუქის" ანთებამ და "დაჩმორებულმა პოლიციამ" გამოიწვია.
სტუდიის სტუმარი, მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა პოლიციელების მისამართით გამოთქმულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიციელები 2012 წლიდან ჰუმანისტები გახდნენ და ამიტომ არ შეიძლება ამის გამო მათ "ჩმორები" უძახონ.
"მე ჯერ პოლიციელის მოკლული და მოკლული პოლიციელი არ მინახავს", - განცხადა ბოკუჩავამ. პასუხად მას მოკლული პოლიციელის სახელი დაუსახელეს.
"ალბათ მოსაკლავი იყო, რამდენი ეყოლებოდა მაგას გამწარებული. იქიდან გადმონაშთია, გამწარებული ყავთ ძალიან ბევრი ხალხი", - განაცხადა ბოკუჩავამ.