კარგი იქნებოდა პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას მთავრობის წევრებიც დასწრებოდნენ

კარგი იქნებოდა პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას მთავრობის წევრებიც დასწრებოდნენ

,,თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ შალვა შავგულიძის განცხადებით, პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას მთავრობის წარმომადგენლებიც უნდა დასწრებოდნენ.

როგორც შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მოდიან მთავრობის წევრები დღეს პარლამენტში.

,,კარგი იქნებოდა თუკი პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას დაესწრებოდა მთავრობის წარმომადგენლებიც, ვინაიდან მე ვერ ვხედავ ლოგიკურ მიზეზს მათი დაუსწრებლობის, გარდა იმისა, რომ კონსტიტუცია არ ავალდებულებთ. უმჯობესი და უფრო ქმედითი იქნებოდა განხილვის შემდეგ დებატების გამართვაც, მაგრამ პარლამენტმა და უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და შემოვიფარგლეთ მხოლოდ ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლებით. ესეც კარგია, რომ მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლას არ მოვისმენთ", -განაცხადა შალვა შავგულიძემ

დღეს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.