დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში შევა

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში შევა

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში შევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, ქვეყანაში 2014 წელს არსებულ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის ამსახველ ანგარიშს პარლამენტში 17:00 საათისთვის შეიტანენ.

მათივე ცნობით, დოკუმენტი 600-გვერდზე მეტს მოიცავს. ანგარიშთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ხვალ მედიას სპეციალურ პრესკონფერენციაზე მიაწვდის ინფორმაციას.

"სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში წარუდგენს ანგარიშს, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.