სტოლტენბერგი ევროკავშირს მოუწოდებს, ერთად დაეხმარონ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას

სტოლტენბერგი ევროკავშირს მოუწოდებს, ერთად დაეხმარონ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ევროკავშირს მოუწოდებს, ერთად დაეხმარონ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას, რათა თავი აარიდონ რუსეთის მხრიდან ზეწოლას, ასევე ერთად აღუდგნენ ჰიბრიდული ომის საფრთხეს.

"ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - ნატოს პარტნიორები არიან. ყველა მათგანმა აირჩია ევროპისკენ მიმავალი გზა, ისინი იზიარებენ ჩვენს ფასეულობებს. ჩვენ გვჭირდება მათთან მუშაობა. ყველა მათგანი რუსეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ და გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის მიერ მათ დაშინებას. ეს არის ნატოსა და ევროკავშირის ამოცანა", - განაცხადა სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარების წინაშე გამოსვლისას, რომლის დროსაც ალიანსსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებზე საკუთარი ხედვა წარმოადგინა.