პრეზიდენტი დღეს პარლამენტის პლენარული სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება

პრეზიდენტი დღეს პარლამენტის პლენარული სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება

საქართველოს პარლამენტის ბიურო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის ფორმატზე შეთანხმდა. 

გადაწყდა, რომ გიორგი მარგველაშვილის შემდეგ სიტყვით ფრაქციების თავმჯდომარეები გამოვლენ. თითოეულს 15 წუთი დაეთმობა. 

ამასთან, როგორც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე ითქვა, პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლას დაესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგნლები. 
რაც შეეხებათ მინისტრებს, როგორც ამასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე ითქვა, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მინისტრს მისვლის და დასწრების შესაძლებობა ექნება, მაგრამ ამას პარლამენტი ვერ დაავალდებულებს. 

პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით, განსხვავებული შეთავაზება ჰქონდათ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. თუმცა, მათი წინადადება ბიუროს უმრავლესობამ არ გაიზიარა. კერძოდ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" დებატების ფორმატის გამოყენება მოითხოვეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება იყო, რომ ფრაქციის თავმჯდომარეებს 15 წუთიდან გარკვეული დროის ფრაქციის სხვა წევრებისთვის დათმობის შესაძლებობა მისცემოდათ. თუმცა, არც ერთი შეთავაზება ბიურომ არ გაითვალისწინა. გარდა ამისა, საკითხზე მსჯელობისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა "ქართული ოცნების" წარმოამდგენლებს გაახსენა, თუ როგორი იყო პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის და მოსმენის ტრადიცია და პრაქტიკა. 

"პარლამენტის აპარატი უშუალოდ უგზავნიდა მოწვევას ყველა თანამდებობის პირს. პრეზიდენტის გამოსვლის მოსასმენად პარლამენტში იმყოფებოდა მთავრობის სრული შემადგენლობა, მიდიოდნენ გუბერნატორები, სასამართლოს და სხვა სახელისუფლო შტოს წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები. იყვნენ სპორტსმენები და ჯარისკაცებიც. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა არის მოვლენა და არ არის ჩვეულებრივი სხდომა. რაც შეეხება გამოსვლების ფორმატს, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ყოველთვის გამოდიოდნენ ფრაქციები და ტრიბუნა ეთმობოდა ყველას დამოუკიდებელი დეპუტატების ჩათვლით. ყოველთვის ამ გამოსვლების შემდეგ იყო პრეზიდენტის შემაჯამებელი გამოსვლა, რომელიც გამოსვლელებს პასუხობდა", - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილმა. 

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გიროგი მარგველაშვილი წარსდგება, დღეს, 13:00 საათზე გაიხსნება.