ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

უსაფრთხოების სფეროში ქალთა ჩართულობის გაზრდა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მარიეტ  შურმანის შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა.

მხარეებმა ისაუბრეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 13/25 რეზოლუციის შესრულების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კონფლიქტის აღმოფხვრის, პრევენციისა და მენეჯმენტის პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას ქალთა მონაწილეობის გაზრდას და მათი ინტერესების გათვალისწინებას მოიცავს; ასევე, განიხილეს ქალის როლი ძალადობის შემცირებისა და კონფლიქტის პრევენციის პროცესში;

შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის კოორდინაციის მექანიზმი 2014 წლის დეკემბრიდან მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადავიდა. აღინიშნა, რომ გეგმის მოქმედების ვადა 2015 წელს იწურება და მისი განახლების განახლების პროცესში მთავრობის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც გეგმის შესრულების შეფასების შედეგად გაიცა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას.