"ეს არის სულის შემძვრელი ფაქტი, როდესაც დღისით, მზისით ხდება ასეთი მკვლელობა"

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული. "რა თქმა უნდა ეს არის სულის შემძვრელი ფაქტი, როდესაც დღისით, მზისით ხდება ასეთი მკვლელობა. პრემიერმინისტრმა გასცა ბრძანება, რომ უმოკლეს პერიოდში იქნეს გამოძიებული და დიდი იმედი მაქვს რომ ასეც მოხდემა,"-განაცხადა გიორგი კვირიკასვილმა