"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობა, ზოგადად პროცესების განახლებას დიდ ბიძგს მისცემს"

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის აზრით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის ეტაპისთვის, მოსახლეობა და კოალიცია ემოციურად მზად არ იყო.

როგორც ვიდეოდიალოგისას კალაძემ აღნიშნა, ექსპრემიერი პოლიტიკიდან ადრე წავიდა. რაც შეეხება მის დაბრუნებას, ვიცე-პრემიერი თვლის, რომ ეს პოლიტიკური პროცესებისთვის დადებითი იმპულსის მიმცემი იქნება

"მოსახლეობა, კოალიცია არ ვიყავით ემოციურად მზად ამ ახალი ეტაპისთვის, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. შესაბამისად რამდენადაც სტრესული იყო მისი წასვლა პოლიტიკური პროცესებისთვის, დარწმუნებული ვარ მისი ჩართულობა, რაიმე ფორმით პოლიტიკაში სერიოზულად დადებითი იმპულსი იქნება, რომელიც დიდ ბიძგს მისცემს ზოგადად პოლიტიკური პროცესების განახლებას", - განაცხადა კახა კალაძემ.