იმედი მაქვს, ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით შედეგები ძალიან მალე დაიდება!

იმედი მაქვს, ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით შედეგები ძალიან მალე დაიდება!

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის გარდაცვალების გამო გულისტკივილი გამოთქვა და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. 

„იმედი მაქვს, რომ შედეგები ძალიან მალე დაიდება. რაც შეეხება თავად ბატონი ხარძიანის ამ საზარელ პირობებში მკვლელობას, მე პირადად  დიდ გულისტკივილს გამოვხატავ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, რომლის არაერთი წევრიც ჩემთან ერთად, ნაძალადევში უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ბესიკ ხარძიანს 28 მარტს უცნობმა პირმა საკუთარი სახლის სადარბაზოსთან რამდენჯერმე ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მოტოციკლით იყო. მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.