"სუნთქვაზეც ავიღოთ ნებართვა მოსკოვიდან, მთავრობას სტრაუსის პოზიდან გამოსვლა მოუწევს"

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე არ მუშაობს და ხელისუფლებას მოუწოდებს სუნთქვაზეც ავიღოთ ნებართვა მოსკოვიდან:

"მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რუსეთის ფედერაციიდან ნებართვა აიღონ სუნთქვაზე, წყლის დალევაზე, რათა არ ჰქონდეთ შიში, რომ მათ არ გაუბრაზდებიან მოსკოვიდან. მთავრობა ამბობს, რომ არ არსებობს არაფერი სერიოზული გეგმები და ამოცანები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებისთვის. ამ სტრაუსის პოზიციაში მთავრობა დიდხანს ვერ დარჩება. მოუწევთ თავის რაღაცებიდან ამოყოფა და ჯობია თავის დროზე გააკეთონ ეს და მათთან ერთად საფრთხეს ჩვენც გავიზიარებთ," - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.