საგამოძიებო უწყებამ სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი დროულად უნდა გამოაქვეყნოს

საგამოძიებო უწყებამ სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი დროულად უნდა გამოაქვეყნოს

ბესო ხარძიანის ოჯახის ადვოკატი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებამ სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი დროულად უნდა გამოაქვეყნოს მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის ოჯახის ადვოკატი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებამ სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი დროულად უნდა გამოაქვეყნოს.

როგორც ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას ფოტორობოტი არ უნახავს, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო უწყებას უკვე შედგენილი აქვს.

"მართალია გამოძიებას თავისი ტაქტიკა აქვს. თუმცა საგამოძიებო უწყებების ინტერესებში უნდა შედიოდეს ის, რომ თუკი არის სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება რაიმე სახით მომხდარი, ეცნობოს საზოგადოებას. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულმა პირმა, თუკი იგი არის დაქირავებული მკვლელი, სხვა დანაშაულიც ჩაიდინოს და ჰქონდეს სხვა დავალებებიც მიღებული", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

ბიზნესმენი ბესო ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს.