ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუში 40 სახლი და ადმინტრაციული შენობა დააზიანა

ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუში 40 სახლი და ადმინტრაციული შენობა დააზიანა

ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 6 სოფელს (ქვედა ჩხოროწყუ, ლესიჭინე, ახუთი, ნაკიანი, კირცხი, ზუმი) მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქარმა 40 საცხოვრებელი სახლი და ადმინტრაციული შენობა დააზიანა, ნაწილს სახურავი მთლიანად ახდილი აქვს, ნაწილს კი, ნაწილობრივ.

ჩხოროწყუს გამგეობის ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, სოფელ ლესიჭინესა და ქვედა ჩხოროწყუში საავტომობილო სავალ გზაზე წაქცეულია ხეები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გაწმენდით სამუშაოები.

დაზარალებული ოჯახები მოინახულა მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ. კომისიის მიერ ზარალის დადგენის შემდეგ მონაცემებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გააგზავნის.