საქართველო ყველაზე მეტ დახმარებას იღებს ნატოს-გან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით

საქართველო ყველაზე მეტ დახმარებას იღებს ნატოს-გან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით

საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, ყველაზე მეტ მხარდაჭერას იღებს ნატო-სგან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, - ეს კომენტარი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში გამართული ონლაინ კითხვა-პასუხის ფარგლებში გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიციდან იმისათვის, რომ ამ ქვეყნებმა პოლიტიკური კურსი შეიცვალონ.

"ნატო-ში მიგვაჩნია, რომ სამივე ქვეყანა უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ამ დროისათვის ყველაზე მეტ დახმარებას იღებს ნატოს-გან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. ჩვენ ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს საქართველოში, ასევე თავდაცვისუნარიანობის გაზრდის სკოლას", - განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, თუ ცალკეული ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ საქართველოს დახმარება შესთავაზონ აღჭურვილობის ან ტრენინგებისკუთხით, ეს ნატო-ს მცდელობებს შეავსებს.