ძლიერმა ქარმა სამეგრელოში რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა ქარმა სამეგრელოში რამდენიმე სოფელი დააზარალა

ზუგდიდში ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე სოფელი დაზარალდა. გამგეობის პრესამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძლიერმა ქარმა სახურავი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ რამდენიმე ობიექტს და 7 კერძო სახლს გადახადა. მათივე ინფორმაციით, ასევე დაზიანებულია რამდენიმე საბავშვო ბაღისა და სოფელ ჩხორიის გამგეობის შენობის სახურავი.

"ძლიერი ქარის გამო დაზიანებულია და სახურავის ნაწილი გადაიხადა დევნილთა ჩასახლებებს შემდეგ სოფლებში: ოდიში, ოქტომბერი და რუხი. ასვე, დაზიანებულია ჭითაწყარისა და ონარიის საერთო საცხოვრებლები. წაქცელია ხეები და ელექტოენერგიის ბოძები, რის გამოც დაბალი ზონის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. პრობლემების აღმოსაფხვრელად "ენერგო-პრო ჯორჯიასთან" ერთად, გამგეობის კეთილმოწყობის სამსახური ინტენსიურად მუშაობს", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზარალის დამთვლელი კომისა უკვე შეიქმა და ზარალის ზუსტი ოდენობა, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილია.

ამასთან, ძლიერმა ქარმა დააზარალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებიც.