სინოპტიკოსები 3 აპრილიდან ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

სინოპტიკოსები 3 აპრილიდან ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

დედაქალაქში ხვალიდან გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, ამაღამ თბილისში ნალექი შენარჩუნდება, ხვალიდან კი ამინდი გაუმჯობესდება. ტემპერატურა ხვალ თბილისში +11 +5 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები დედაქალაქში უნალექო ამინდს მომდევნო სამი დღის განმავლობაში პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება ნალექი წვიმის, მაღალ მთაში კი თოვლის სახით.

აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მაღალ მთაში - თოვლი. ტემპერატურ ხვალ, დღისით +9 +14, ღამით +1 +6 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მაღალ მთაში - თოვლი. ტემპერატურა დასავლეთში ხვალ დღისით +11 +16, ღამით +6 +11 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები 3 აპრილიდან ამინდის გაუარესებას, კერძოდ წვიმებს ვარაუდობენ.