თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთს შორის მოლაპარაკებებში საგარეო უწყება ჩართული არ არის

თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთს შორის მოლაპარაკებებში საგარეო უწყება ჩართული არ არის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართული არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა დავით კერესელიძემ განუცხადა.

"ეს არის მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთს შორის. მოდით, გავმიჯნო კომპეტენციის ფარგლებში კითხვები. მე რამდენადაც ვიცი საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთ მოლაპარაკებებში ჩართული არ არის, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და პრეროგატივა, დანარჩენი დეტალები, თუ რა თქმა უნდა, საჯაროა, შეგიძლიათ თავდაცვის სამინისტროს ჰკითხოთ", - განაცხადა დავით კერსელიძემ.