საუდის არაბეთმა იემენში სამხედრო ოპერაცია დროებით შეაჩერა

საუდის არაბეთმა იემენში სამხედრო ოპერაცია დროებით შეაჩერა

საუდის არაბეთმა იემენში პაკისტანელი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, სამხედრო ოპერაცია რამდენიმე საათით შეაჩერა. "ბიბისის" ცნობით, საკუთარი მოსახლეობის გაყვანის მიზნით იემენში ინდოეთმა ორი ხომალდი გაგზავნა. 

ქალაქ ადენის პორტში ჩინური გემიც გამოჩნდა, რომლითაც იემენიდან ჩინელი დიპლომატები უნდა გაიყვანონ. 

იემენში სამთავრობო ძალებსა და შიიტ ჰუსიტებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. ქვეყნის არმიას აჯანყებულების წინააღმდეგ საბრძოლველად საუდის არაბეთი ეხმარება. 

იემენის პრეზიდენტმა, აბდ რაბუჰ მანსურ ჰადიმ ქვეყანა უკვე დატოვა. ჰუსიტები ქვეყნის რამდენიმე ქალაქს უკვე აკონტროლებენ. მათ საუდის არაბეთის რეგიონული მეტოქე, ირანი უჭერს მხარს. გარდა ამისა, ჰუსიტები იემენის ყოფილი პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის მოკავშირეები არიან.