საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი ჯგუფები მუშაობის ყოველკვირეულ რეჟიმზე გადავლენ

საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი ჯგუფები მუშაობის ყოველკვირეულ რეჟიმზე გადავლენ

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფები მუშაობის ყოველკვირეულ რეჟიმზე გადავლენ, - ამ წინადადებით პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა კომისიის წევრებს საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

"მინდა მივიღოთ გადაწყვეტილება ყველა სამუშაო ჯგუფის მნიშვნელოვანი გააქტიურების შესახებ. ამ მიზნით, გთავაზობთ მომავალი კვირიდან ყოველკვირეული სხდომების რეჟიმში გადავიდეთ, რათა ჩვენ შევძლოთ გარკვეული საკითხების მომზადება კომისიის შემდგომ სხდომამდე", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.