თინა ხიდაშელი - ვფიქრობ, პრეზიდენტის გამოსვლის დროს მთავრობა პარლამენტში უნდა იყოს

თინა ხიდაშელი - ვფიქრობ, პრეზიდენტის გამოსვლის დროს მთავრობა პარლამენტში უნდა იყოს

მე ვფიქრობ, მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლის დროს პარლამენტში უნდა იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. მისივე განმარტებით, სიმბოლიკა, რასაც პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრება ჰქვია, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. 

"მე ვფიქრობ, რომ მთავრობა იქ უნდა იყოს. აქ არ არის საუბარი პროცედურებზე და იმაზე, კონსტიტუციის რომელ მუხლში რა წერია. ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში რა წერია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში არსებობდეს ერთი დღე, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ერთად ჩანს - ვიზუალურად მაინც. ვფიქრობ, ამას სომბოლური დატვირთვა აქვს და ეს სიმბოლიკა მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ასე, რომ ჩემი აზრით, იქ უნდა იყოს მთავრობა, თუმცა მინისტრები მოვლენ თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია. ვერავინ მათ ვერ დააძალებს და დაავალდებულებს დაესწრონ ამ გამოსვლას", - აღნიშნა ხიდაშელმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა.