ირაკლი ღარიბაშვილი ფრაქცია

ირაკლი ღარიბაშვილი ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებს ხვდება. შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქციის სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი თემები იქნება მომავალი კვირის საპარლამენტო მუშაობა, ფრაქციის პოზიცის ჩამოყალიბება კანონმდებლობისა და იმ საკითხების მიმართ, რომელიც საპარლამენტო სესიაზე იქნება განხილული.

გია ჟორჟოლიანმა კომენტარი გააკეთა ასევე პარლამენტში მომავალ კვირას პრეზიდენტის დაგეგმილ გამოსვლაზე. მისი თქმით, გარკვეულწილად ჩამოყალიბებული არიან, თუ როგორ წარიმართება პრეზიდენტის გამოსვლა პარლამეტში.

ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ დებატები მიზანშეწონილი არ არის, ფრაქციების გამოსვლას კი სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნევს.

"დებატების გამართვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან პრეზიდენტი არ წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებას", - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.