თბილისში ჩამოსულ გერმანიის ნაკრებს ფანებმა დახვედრა მოუწყვეს

თბილისში ჩამოსულ გერმანიის ნაკრებს ფანებმა დახვედრა მოუწყვეს

გუშინ საღამოს თბილისს გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ეწვია. მსოფლიოს ჩემპიონებმა აეროპორტიდან გეზი პირდაპირ სასტუმრო "რედისონისკენ" აიღეს.
 

გერმანელთა დელეგაციას ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი სასტუმროსთან დახვედრა ქართველმა გულშემატკივრებმა მოუწყვეს. გერმანიის ნაკრების რამდენიმე ათეული ფანი გერმანიის ნაკრების ფორმაში, ხელში პლაკატებითა და ამ ქვეყნის დროშებით შეეგება სტუმრებს.

ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-გერმანიის მატჩი 29 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩისწინა პრესკონფერენციას 28 მარტს, 12:00 საათზე გამართავს, სტუმართა გუნდი კი ოფიციალურ ვარჯიშს "დინამო არენაზე" 17:00 საათზე ჩაატარებს.

საქართველოსა და ფიფას რეიტინგის ლიდერის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.