გერმანიაში, ალპებში ჩამოვარდნილი ლაინერის მეორე პილოტის სახლს პოლიცია იცავს

გერმანიაში, ალპებში ჩამოვარდნილი ლაინერის მეორე პილოტის სახლს პოლიცია იცავს

ალპებში ჩამოვარდნილი გერმანული თვითმფრინავის, "A320"-ის მეორე პილოტის, 28 წლის ანდრეს ლუბიცას საცხოვრებელ სახლთან გერმანიის ქალაქ მონტაბაურში პოლიციაა მობილიზებული, რომელიც აღნიშნულ სახლს იცავს. ამის შესახებ გამოცემა "მირორი" იუწყება.

დღეს მარსელის პროკურორმა ბრის რობენმა განაცხადა, რომ მეორე პილოტს თვითმფრინავის განადგურება სურდა. ამასთან, კომპანია "Lufthansa"-ში აცხადებენ, რომ მათთვის გაურკვეველია, რატომ მიიღო პილოტმა ეს გადაწყვეტილება.

კომპანიის ხელმძღვანელის, კარსტენ შპორის განცხადებით, დაღუპულთა ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. მისი თქმით, დაღუპულთა ნათესავებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.