საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის საელჩოში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული გერმანიის მოქალაქეების გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა გერმანიის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ გერმანელ ხალხს.

24 მარტს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ავიაკატასტროფა განიცადა გერმანული ავიაკომპანიის „ჯერმან ვინგს"-ის თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ბარსელონადან დიუსელდორფში ასრულებდა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 142 მგზავრი, 2 პილოტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდნენ.