პრემიერის პრესკონფერენციაზე ნათლად იყო ჩამოყალიბებული მთავარი მიმართულებები

პრემიერის პრესკონფერენციაზე ნათლად იყო ჩამოყალიბებული მთავარი მიმართულებები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პრემიერის პრესკონფერენციაზე ნათლად იყო ჩამოყალიბებული მთავარი მიმართულებები. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებისას განუცხადა, როდესაც პრემიერის დღევანდელი პრესკონფერენცია შეაფასა.

სერგეენკოს განცხადებით, პრესკონფერენციაზე ითქვა რაც შესრულდა და ასევე ის, თუ რაზე მუშაობს საქართველოს მთავრობა.

"ძალიან ნათლად გაეცა პასუხები ყველა დასმულ კითხვას", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხებოდა პრემიერის განცხადებას და რომლის მიხედვითაც პრემიერმა განაცხადა, რომ ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი არ არის, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ზოგადად იდეალური არაფერი არ არის.

"ყველას ექნება ხარვეზი და შეცდომა, რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, მთავრობის სხდომებზე ყოველთვის ღია და საქმიანი მსჯელობა გვაქვს ამ საკითხებზე, ამა თუ იმ მიღწევებზე", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.