ჩეჩნეთიდან მექსიკელებისთვის იარაღის გაგზავნა რუსეთის კანონმდებლობით შეუძლებელია

ჩეჩნეთიდან მექსიკელებისთვის იარაღის გაგზავნა რუსეთის კანონმდებლობით შეუძლებელია

ჩეჩნეთიდან მექსიკელებისთვის იარაღის გაგზავნა რუსეთის კანონმდებლობით შეუძლებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მექსიკელების იარაღით მომარაგების შესახებ ისაუბრა.

"რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს არ შეუძლიათ სხვა ქვეყნებისთვის სპეციალური აღჭურვილობის გადაცემა. ეს შეუძლებელია არსებული კანონმდებლობით" , - აღნიშნა პესკოვმა.

ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, დუკუვახ აბდურახმანოვმა "ინტერფასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინას ლეტალური იარაღით მოამარგებს, ჩეჩნეთი იარაღის გაგზავნას დაიწყებს აშშ-ის იმ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლებიც ერთ დროს მექსიკის ნაწილი იყო. "ჩვენ დავიწყებთ მექსიკისთვის შეიარაღების მიწოდებას, რათა განახლდეს კონფლიქტი აშშ-ის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე, სადაც ახლა შტატები -კალიფორნია, ნიუ-მექსიკო, არიზონა, ნევადა, იუტა, კოლორადო და ვაიომინგის ნაწილი მდებარეობს" , - განაცხადა დუკუვახ აბდურახმანოვმა.