ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მისი ადგილი 2018 წელს, შესაძლოა, სხვა ადამიანმა დაიკავოს

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მისი ადგილი 2018 წელს, შესაძლოა, სხვა ადამიანმა დაიკავოს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, მისი ადგილი 2018 წელს, შესაძლოა, სხვა ადამიანმა დაიკავოს. ამის შესახებ "დოჟდის" ცნობით, კრემლის ლიდერმა ორგანიზაცია "უორლდსკილზის" წარმომადგენლებთან შეხვედრისას სხვადასხვა პროფესიებს შორის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ საუბრისას განაცხადა.

"ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ 2019 წელს უნდა ჩატარდეს. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები კი 2018 წელს იქნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა იყოს მაგ დროისათვის რუსეთის პრეზიდენტი, ის დიდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში", - განაცხადა პუტინმა. 

2018 წელს ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადა იწურება. თუმცა, მას კიდევ ერთი ვადით აქვს კენჭისყრის უფლება. მომავალ არჩვენებში მონაწილეობაზე ვლადიმერ პუტინმა ადრეც  გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, კენჭი კიდევ ერთხელ იყაროს.