შვედეთის საჰაერო ძალებმა და ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსული სამხედრო თვითმფრინავები შენიშნეს და ისინი ბალტიისპირეთის საჰაერო სივრციდან გააძევეს.
"ასოშიეტედ პრესის" ცნობით, რუსული "ტუ-22მ3" და "სუ-27" თვითმფრინავები კალინინგრადის მიმართულებით საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ. თუმცა, ლიტვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული თვითმფრინავები გამორთული ტრანსპონდერებით მოძრაობდნენ და სამოქალაქო ავიაციას საფრთხეს უქმნიდნენ.
"უკვე დავიღალეთ გამუდმებით მსგავსი დარღვევების გაპროტესტებით", - განუცხადა ლიტვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ასტა გალდიკაიტემ სააგენტო "ფრანს-პრესს".