ნატო-საქართველოს ცენტრი იმ პროცესის დასაწყისია, რომელიც საქართველოს ნატო-ში სრულად ინტეგრაციას ისახავს მიზნად

ნატო-საქართველოს ცენტრი იმ პროცესის დასაწყისია, რომელიც საქართველოს ნატო-ში სრულად ინტეგრაციას ისახავს მიზნად

ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სრულად ინტეგრაციას ნატო-ში , - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ თავდაცვის სამინისტროში განაცხადა, სადაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. ლაჰიუს თქმით, ნატო-ს კვლევითი ჯგუფი, რომელიც შედგება ჩრდილოეთისა და ბალტიის ქვეყნების ინიციატივის ოფიცრებისგან, ეწვია საქართველოს რათა იმუშავოს ქართველ კოლეგებთან ერთად ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის დაარსების მიზნით.

"ჯგუფს ხელმძღვანელობს ნორვეგია, მასში მონაწილეობენ ოფიცრები ლატვიიდან, ლიტვიდან, დანიიდან და გერმანიიდან და მას მხარს უჭერს აშშ-სა და ნატო-ს შტაბბინა. ცენტრი არის ერთ-ერთი არსებითი ნაწილი ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის, რასაც მხარი დაუჭირეს ნატო-ს უელსის სამიტზე. ცენტრი უზრუნველყოფს წვრთნებს საქართველოს და სხვა პარტნიორების ოპერატიული თავსებადობის შენარჩუნების და გაძლიერების მხარდასაჭერად. ნატო-ს ექსპერტები მხარს დაუჭერენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ წვრთნების კომპლექსის შექმნაში და აგრეთვე მოგვაწოდებენ რჩევებს მის სავარაუდო ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლაჰიუმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, ერთობლივად განისაზღვრება ცენტრის ადგილმდებარეობის და ასევე პროექტის ღირებულების პირველადი მონახაზი.

"ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი საქართველოს ეწვია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შეფასებლად. ნატო-ს შეფასებების შედეგად განისაზღვრება კონკრეტული მოთხოვნები და გაიწერება დეტალური ღონისძიებები პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. ცენტრი წარმოადგენს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამბიციურ ინიციატივას. ცენტრის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლობის წვრთნა და შეფასება. ცენტრი განახორციელებს ნატო-სა და სხვა საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის გაწვრთნილი ძალების სერტიფიცრებას. ასევე ექნება შესაძლებლობა უმასპინძლოს მრავალეროვნულ, ერთობლივ და გაერთიანებულ წვრთნებს ნატო-ს შეკავშირებული ძალების ინიციატივების მხარდასაჭერას", - განაცხა და ღირსიაშვილმა.

მისივე თქმით, ცენტრის შექმნის ინიციატივის დროული და ეფექტური განხორციელებისთვის ყველა რესურსი იქნება გამოყენებული.

საქართველოში ვიზიტით ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. დელეგაციის ვიზიტის მიზანი ნატო-საქრთველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივბი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შეფასებაა. შეფასების შედეგად ნატო-ს ექსპერტები კონკრეტულ მოთხოვნებს განსაზღვავენ და პროექტის წარმატებით განსახორციელებლად დეტალურ ღონისძიებებს გაწერენ.