დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში სამხედროების მანქანის დაჯახების შედეგად 8 წლის გოგონას დაღუპვას არეულობა მოჰყვა.
"კიევპოსტის" ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც სამხედრო მანქანამ კონტროლი დაკარგა და მცირეწლოვანს დაეჯახა, რომელიც მამიდასთან და მამიდაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მომხდარის შემდეგ კონსტანტინოვკაში დემონსტრაცია დაიწყო. ადგილობრივები უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ და სამხედროების ქალაქში ყოფნა გააპროტესტეს.
თვითმხილველების თქმით, უკრაინის არმიის ყაზარმებს აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს. უკრაინის მთავრობის განცხადებით, სამხედროები, რომლებიც იმ ავტომობილში ისხდნენ, დაკავებული არიან. "დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან", - განაცხადა დონეცკის ოლქში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვიაჩესლავ აბროსკინმა.