"თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის დაბარებას ითხოვს. შესაბამისი საკითხი "თავისუფალმა დემოკრატებმა" ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენა.
როგორც წინადადების მოტივაციაზე საუბრისას ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, პროკურატურაში ახლახან შექმნილ დეპარტამენტთან დაკავშირებით არსებობს ბევრი საკითხი, რომელსაც დაზუსტება სჭირდება. '
"როგორც ცნობილია, სამართლიანობის აღდგენის მექანიზმად ხელისუფლებამ საზოგადოებას შესთავაზა ახალი დეპარტამენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა და რომელმაც უნდა დაამუშაოს საჩივრები, მაგრამ გამართულ პრეზენტაციაზე გაჟღერებული ინფორმაცია არის ამომწურავი და არ ჩანს თუ როგორ აპირებს ეს დეპარტამენტი მუშაობას. ჩვენ, პარლამენტს პროკურატურის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის უფლებამოსილება გვაქვს. თუ ეს ახალი მექანიზმი ეფექტურად ვერ იმუშავებს და საზოგადოებას არ გაუჩნდება მის მიმართ ნდობა, პასუხისმგებლობა დაეკისრება პარლამენტს", - განაცხადა შავგულიძემ.
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის წინადადებას ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა, მას საინტერესო'უწოდა, თუმცა ოპონენტებს შესთავაზა, რომ არა მთავარი პროკურორი, არამედ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ფორმატში თავად ახალი დეპარტამენტის უფროსი მოეწვიათ. შალვა შავგულიძე მის წინადადებას არ დაეთანხმა და უმრავლესობას შეახსენა, რომ ახალი დეპარტამენტის პრეზენტაცია თავად მთავარმა პროკურორმა გამართა.