თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ცალკეულ დეპუტატებს, ცალკეულ ადამიანებს, შესაძლოა განსხვავებული აზრი ჰქონდეთ და ეს მათი უფლებაა. ირაკლი სესიაშვილი ამ განცხადებას ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ აკეთებს, რომელიც საქართველო-ნატოს ურთიერთობას შეეხება იმ ფონზე, როდესაც ცალკეული დეპუტატები აკეთებენ ნატოს საწინააღმდეგო განცხადებებს. "ყველამ კარგად იცის, განსაკუთრებით ჩვენმა მოსახლეობამ და ჩვენმა პარტნიორებმა რომ საქართველო არათუ მიილტვის ნატოსკენ, არამედ ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს დგამს და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის იმპლიმენტაციის პროცესი ადეკვატური ტემპით მიმდინარეობს. ცალკეულ დეპუტატებს, ცალკეულ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს შესაძლოა განსხვავებული აზრი ქონდეთ, ეს მათი უფლებაა, მეტიც ეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის არსებობას უსვამს ხაზს. თუმცა, მთავარია ქვეყნის ხელისუფლების სახელმწიფოს პოლიტიკა რა არის და აქ დამატებითი კითხვები არ არსებობს", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა