ნატო-ს სასწავლო ცენტრის წლის ბოლომდე დასრულებას იმედოვნებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელში ვიზიტისას შეხვდა იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც უშუალოდ კურირებს პროცესს.
"ბრიუსელში მქონდა შეხვედრა იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რომელიც უშუალოდ კურირებს ამ პროცესს. მან თავის მხრივ დაადასტურა, რომ საქართველოს მხარე აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას ასრულებს დროულად და პირნათლად. საქართველოს საელჩომ ბრიუსელში დამიდასტურა, რომ პროცესი არის ყველაზე ინტენსიური ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რომელიც კი ოდესმე ყოფილა. შესაბამისად, არ არსებობს კითხვის ნიშნები, ხომ არ ხდება არასწორი მოქმედებით რაიმე ამ პროცესის შეფერხება. დაგეგმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მე მგონია, რომ ყველაფერი წლის ბოლომდე მოესწრება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.