"კატეგორიულად ვგმობ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში

"კატეგორიულად ვგმობ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც მოჰყვა დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენს მოქალაქეებს შორის. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია და პროვოკაციულია ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ცდილობს საბოლოოდ დაძლიოს და თანდათან გამოვიდეს იმ მძიმე წარსულიდან, რომელმაც თავისი კვალი დაატყო თითოეულ ჩვენგანს.

დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა მომავლისკენ ვიყუროთ და ცივილიზებული სახელმწიფოს  მშენებლობაზე ვიზრუნოთ, ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული მოქმედება კი აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ქვეყნის წინსვლას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ყველა სამართალდარღვევი აგებს პასუხს კანონის წინაშე", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.