დავით უსუფაშვილი არასწორს უწოდებს სისტემას, რომელიც საარჩევნო სიაში ქალების შეყვანისათვის პარტიათა ფულად წახალისებას ითვალისწინებს

დავით უსუფაშვილი არასწორს უწოდებს სისტემას, რომელიც საარჩევნო სიაში ქალების შეყვანისათვის პარტიათა ფულად წახალისებას ითვალისწინებს

პარლამენტის თავმჯდომარე არასწორს უწოდებს მოქმედ სისტემას, რომელიც, პარტიის საარჩევნო სიაში, ქალების შეყვანისათვის პარტიათა ფულად წახალისებას ითვალისწინებს.

"თუ ვიღაცა მზად იყო, ფული მიეღო სიაში მეტი ქალის ჩაწერისათვის, მაშინ ჩაწერდა და ახლა თუ ფულს ვეღარ მიიღებს, ეს ამბავი აღარ უნდა. აქ უკვე პოლიტიკასთან არ გვაქვს საქმე. საქმე სხვა რამესთან გვაქვს. ამიტომ, ამ პროცესში თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და ლოგიკური და კარგად გააზრებული ნაბიჯები გადავდგათ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სასტუმრო "რედისონში" გამართულ შეხვედრაზე.

აღნიშნულ თემაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თავის დროზე ყველა არ იყო თანახმა და ბედნიერი, სამეფო ტახტზე თამარ მეფის ასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ეს ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.