სანკტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის გამოჩენას ელოდებიან

სანკტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის გამოჩენას ელოდებიან

სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოჩენას ელოდებიან. "ეხო-მასკვის" ცნობით, კრემლის ლიდერი შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოჩნდეს. პუტინი დღეს კონსტანტინეს სასახლეში ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს უნდა შეხვდეს, რის შემდეგაც იგი პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის ცნობით, საზოგადოების წინაშეც გამოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეზიდენციაში რუსეთის პრეზიდენტი უკვე მივიდა. სანკტ-პეტერბურგში უკვე ჩავიდა ყირგიზეთის პირველი პირიც. თუმცა, მას აეროპორტში ვლადიმერ პუტინი არ დახვედრია.

კრემლის ლიდერი საზოგადოების წინაშე 5 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა. მისი გაუჩინარების შესახებ არაერთ ვერსიაზე საუბრობდნენ. თუმცა, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი თავს კარგად გრძნობს და პერიოდულად დახურულ შეხვედრებს მართავს.