განსაკუთრებული არაფერია, თუ მთავრობა პრეზიდენტის მოსასმენად საკანონმდებლო ორგანოში არ მივა

განსაკუთრებული არაფერია, თუ მთავრობა პრეზიდენტის მოსასმენად საკანონმდებლო ორგანოში არ მივა

რეგლამენტი არ ითვალისწინებს, რომ მთავრობა ესწრებოდეს პრეზიდენტის გამოსვლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე "განსაკუთრებული არაფერია", თუ მთავრობა პრეზიდენტის მოსასმენად საკანონმდებლო ორგანოში არ მივა.

"ეს არ უნდა იყოს აღქმული რაღაც ტიპის დემარშად", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება დებატებს, ვიცე-სპიკერი ვერც დებატების აუცილებლობას ხედავს და დებატებს არც რეგლამენტი ითვალისწინებს.

"პარლამენტს და მით უმეტეს უმრავლესობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, იქნება ფრაქციების გამოსვლები და ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც პრეზიდენტი ისაუბრებს', - აღნიშნა კობახიძემ.